2027 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ტენდენციაა კარი, რომელიც აღარ იმალება.
თუ ბოლო წლებში ინტერიერში დომინირებდა ფარული კარი, დღეს სულ უფრო აქტუალური ხდება დიზაინერული კარი, რომელიც თავადაც ინტერიერის სრულფასოვანი ელემენტია.

სწორედ ამ მიდგომას ასახავს ESTET-ის Arch Design, Urban და Art & Nuance კოლექციები.
Art & Nuance დეტალების ესთეტიკასა და თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება. კარის ზედაპირზე ფრეზირებული პარალელური ხაზები ქმნის რელიეფურ ტექსტურას, რომელიც სივრცეს სიღრმეს, კედლებს — ვერტიკალურ რიტმს, ხოლო ინტერიერს — არქიტექტურულ ხასიათს სძენს. ასეთი გადაწყვეტა ვიზუალურად ზრდის სივრცეს და ჭერს უფრო მაღალს წარმოაჩენს.

Arch Design და Ponte კოლექციები კი თაღოვანი ფორმების დაბრუნებას უსვამს ხაზს. თაღოვანი კარები თანამედროვე ინტერიერში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ელემენტია. გამოცემა Homes & Gardens აღნიშნავს, რომ თაღოვანი კარები სივრცეს სიმსუბუქესა და ბუნებრივ მოძრაობას ანიჭებს, ქმნის თბილ, სტუმართმოყვარე ატმოსფეროს და იდეალურად ერწყმის მომრგვალებულ ავეჯსა და რბილ არქიტექტურულ ფორმებს.
ამ კოლექციებში დიზაინი და ხელოვნება ერთიანდება — რელიეფური ზედაპირები, მეტალის ჩანართები, ტექსტურული დასრულება და დახვეწილი გეომეტრია ქმნის კარს, რომელიც ინტერიერში მხოლოდ ფუნქციას აღარ ასრულებს — ის სივრცის მთავარი აქცენტი ხდება.
საქართველოში მსგავსი დიზაინერული კარები ჯერ კიდევ იშვიათია. Coridoor ერთ-ერთი პირველი კონცეპტ შოურუმია, სადაც Arch Design, Urban, Art & Nuance და თაღოვანი Ponte კოლექციები სრულ ასორტიმენტშია წარმოდგენილი.

Coridoor ბათუმში — ადგილი, სადაც ტენდენციები რეალურ სივრცედ იქცევა
Coridoor-ის კონცეპტ შოურუმში თანამედროვე ინტერიერის მთავარი მიმართულებები ერთ სივრცეშია გაერთიანებული — პრემიუმ ინტერიერისა და შესასვლელი კარები, ალუმინის სივრცის ტიხრები, ბამბუკის კედლის პანელები, სმარტ ტექნოლოგიები, განათება და დიზაინერული ავეჯი.
აქ თითოეული პროდუქტი წარმოდგენილია არა ცალკე ექსპოზიციის სახით, არამედ რეალურ ინტერიერში — ისე, როგორც ის თქვენს სახლში შეიძლება გამოიყურებოდეს.
დროა გამოაჩინო კარი.
Coridoor Concept Showroom
ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის №1
