გარანტია

პროდუქციისა და სერვისის ხარისხი. ხარისხის გარანტიები

CORIDOOR-ში წარმოდგენილი კარის კომპლექტაციის ხარისხი შეესაბამება მწარმოებლის ტექნიკურ პირობებს.
კარის აქსესუარების (ფურნიტუა) ხარისხი შეესაბამება შესაბამისი მწარმოებლების ტექნიკურ მოთხოვნებს.

შესასვლელი (ლითონის) კარის ხარისხი შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

მყიდველს/დამკვეთს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მწარმოებლის ტექნიკურ დოკუმენტაციასა და პირობებს ხელშეკრულების გაფორმებამდე. ხელშეკრულების დადებით მყიდველი ადასტურებს, რომ მიეცა აღნიშნულ დოკუმენტაციაზე წვდომის შესაძლებლობა.

მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მონტაჟამდე შეამოწმოს იგი თვალსაჩინო ნაკლოვანებების არსებობაზე. მონტაჟის შემდგომ თვალსაჩინო დეფექტებთან დაკავშირებული პრეტენზიები არ მიიღება.

ბუნებრივი მასალების თავისებურებებიდან გამომდინარე, ტონისა და ტექსტურის მცირე სხვაობა არ ითვლება დეფექტად. ბუნებრივი შპონის მქონე პროდუქციის ფერი შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს საგამოფენო ნიმუშისა და კატალოგის გამოსახულებებისგან და ეს არ წარმოადგენს ნაკლს.

ოთახშორისი კარების კომპლექტაციაზე  — 12 თვე;

შესასვლელი (ლითონის) კარები:

ლითონის კონსტრუქცია — 60 თვე;

საფარი — 12 თვე;

საკეტები — 60 თვე;

ცილინდრები, ფურნიტურა და კომპლექტაცია — 24 თვე;

ფურნიტურის, საკეტების, ცილინდრებისა და სხვა კომპონენტების ნაკლოვანებებზე პრეტენზიები მიიღება შესაბამისი საგარანტიო ვადის ფარგლებში.

გარანტია არ ვრცელდება იმ დაზიანებებზე, რომლებიც წარმოიშვა არასწორი შენახვისა და ექსპლუატაციის, მექანიკური დაზიანების, კონსტრუქციაში ცვლილებების ან მესამე პირების ზემოქმედების შედეგად.

გარანტია მოიცავს პროდუქციის უფასო შეკეთებას ან ჩანაცვლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეფექტი წარმოიშვა მწარმოებლის ან გამყიდველის პასუხისმგებლობით.

ბუნებრივი მასალების შემცველი პროდუქცია უნდა დამონტაჟდეს მხოლოდ ყველა სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ.

მონტაჟის შესრულებულ სამუშაოებზე გარანტია მოქმედებს 12 თვის განმავლობაში მომსახურების ფიზიკური ჩაბარებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.

შენიშვნა: გარანტია მოქმედებს მხოლოდ კომპანიის რეკომენდირებული ხელოსნის მიერ შესრულებული მონტაჟის შემთხვევაში.

ექსპლუატაციის 12 თვის შემდეგ მოძრავი მექანიზმების (ფურნიტურის) მომსახურება არ შედის საგარანტიო პირობებში და მომსახურება ხდება შეთანხმებული საფასურის შესაბამისად.

გამყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საგარანტიო მომსახურებაზე პროდუქციის ექსპლუატაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.

ოთახშორისი კარების კომპლექტაციისა ნაწარმის ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 6 თვეს. ფურნიტურისა და შესასვლელი კარის კომპონენტების ვადა განისაზღვრება მათი მწარმოებლების შესაბამისად.

კომპანია კორიდორი არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე მხარის მიერ კარზე შესრულებული მონტაჟის შედეგებზე.