პარტნიორები

gabuild group

გაბილდის მულტიბრენდული კარების შოურუმები მომხმარებელს სთავაზობს რკინისა და შიდა კარების ფართო არჩევანს და დიზაინის მრავალფეროვნებას.

პრემიუმ სეგმენტში წარმოდგენილია Profildoors-ის მიმართულება, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სტანდარტის ინტერიერის სისტემებზე, ალუმინის სივრცის ტიხრებზე და არქიტექტურულ გადაწყვეტილებებზე.

2025 წლიდან გაბილდი ჯგუფს დაემატა ახალი მიმართულება — NORDE , თანამედროვე ავეჯის ბრენდი და ავეჯის მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფუნქციურ, დიზაინზე ორიენტირებულ და ინდივიდუალურად შექმნილ ავეჯს. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო კომპანიის განვითარების გზაზე, რადგან გაბილდი ჯგუფი დღეს მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ ცალკეულად პროდუქტს, არამედ მომსახურებას და ინტერიერის სრულ გადაწყვეტას.

wall_panels

Wall Panels Georgia – ინოვაციური გადაწყვეტილებები ინტერიერისთვის

Wall Panels Georgia მომხმარებელს რემონტისა და რენოვაციის სწრაფ, ეფექტურ მეთოდს სთავაზობს. კომპანიის ძირითადი მიმართულება ეკოლოგიურად სუფთა ბამბუკის კედლისა და ჭერის პანელებია, რომლებიც ვიზუალურ ესთეტიკას პრაქტიკულ უპირატესობებთან აერთიანებს.

პროდუქცია ნესტგამძლე, ცეცხლმედეგი, ანტივანდალური და დრეკადია. ზედაპირი მარტივად წმენდადია, რაც მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.

კომპანიის კვალიფიციური ხელოსნების გუნდი სრულად აგებს პასუხს ხარისხიან მონტაჟზე, რაც საშუალებას იძლევა სამუშაოები რეკორდულ დროში – 100 მ² 48 საათში, სუფთად და ზედმეტი ნარჩენების გარეშე შესრულდეს.

პანელების მოქნილობა რეალობად აქცევს იმ ფორმებსა და იდეებს, რომელთა შესრულება ტრადიციული მასალებით რთული ან შეუძლებელი იყო.
ეს იდეალური გადაწყვეტილებაა როგორც საცხოვრებელი სახლებისთვის, ისე მასშტაბური კომერციული ობიექტებისთვის: ოფისების, რესტორნებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სადაც მასალის გამძლეობასა და შესრულების ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ბრენდის უკან დგას გუნდი არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში 15-წლიანი გამოცდილებით. სწორედ ამ ბაზაზე შეიქმნა საქართველოში დეკორატიული პანელების ყველაზე მასშტაბური შოურუმი, სადაც საერთაშორისო სტანდარტების პრემიუმ მასალებია წარმოდგენილი.

Studio Casa

Studio Casa გთავაზობთ უნიკალურ და ხარისხიან სახლის დეკორს, რომელიც შექმნილია თქვენი სივრცის კომფორტისა და სილამაზისთვის. ჩვენი პროდუქცია აერთიანებს თანამედროვეობას და ტრადიციულ დიზაინს, რაც თქვენს ინტერიერს მეტ მიმზიდველობასა და დახვეწილობას ანიჭებს.

ჩვენი მიზანია, გავხადოთ თქვენი სახლი უფრო მყუდრო, ელეგანტური და კომფორტული. ხარისხი და დიზაინის მრავალფეროვნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

ეწვიეთ ჩვენს მაღაზიას ან ვებგვერდს, რომ შეარჩიოთ ის, რაც თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნებს სრულყოფილად შეესაბამება.

ჩვენთან ერთად, თქვენი სახლი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდება!