პროდუქციის მოვლა

ოთახშორისი კარების, კედლის პანელების, პლინტუსებისა და ავეჯის ზედაპირების მოვლა

ჩვენი პროდუქციის ზედაპირები უნდა გაიწმინდოს მსუბუქად ნესტიანი, მიკროფიბრის რბილი ქსოვილით, რათა შენარჩუნდეს მათი ესთეტიკა და ხარისხი.

ზედაპირის გაწმენდის პროცედურა

გამოიყენეთ მიკროფიბრის ტილო, დაასველეთ მსუბუქ საპნიან ხსნარში, შემდეგ კარგად გაწურეთ.

ნაზად გაწმინდეთ ზედაპირი.

გაიმეორეთ იგივე პროცედურა სუფთა და მშრალი მიკროფიბრის ნაჭრით, რათა მოიშოროთ ტენიანობის კვალი.

დაუშვებელია

ზედაპირის ხანგრძლივი კონტაქტი წყალთან გაწმენდის პროცესში.

აბრაზიული ფხვნილების ან ისეთი საწმენდი საშუალებების გამოყენება, რომლებიც შეიცავს აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებებს (მჟავები, ტუტეები, ზეთები და სხვა), ასევე ქიმიური გამხსნელების გამოყენება (აცეტონი, ბენზინი და მსგავსი საშუალებები).

ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება (სკრეპერები, ღრუბლები), რომლებსაც აქვთ პლასტმასის ან მეტალის ბოჭკოვანი საფარი და იწვევენ ზედაპირის უხეშ მექანიკურ დაზიანებას.