ჩვენ შესახებ
კორიდორი არის კონცეპტ შოურუმი, სადაც კარი აღარ არის მხოლოდ ფუნქცია, არამედ სივრცის იდენტობის მთავარი ელემენტი.
ჩვენ ვქმნით ინტერიერის გადაწყვეტილებებს მათთვის, ვისაც სურს სივრცე იყოს გააზრებული, დახვეწილი და ხასიათის მატარებელი.
კორიდორის ფილოსოფია ეფუძნება ინოვაციის, ესთეტიკისა და საიმედოობის ერთიანობას.
ჩვენთან წარმოდგენილია შესასვლელი და ოთახშორის კარები, სივრცის ტიხრები, გარდერობის სისტემები, კედლის პანელები და სმარტ სისტემები და ინტერიერის სხვა გადაწყვეტილებები.
თითოეული პროდუქტი შერჩეულია მაღალი ხარისხის სტანდარტებითა და თანამედროვე დიზაინის ხედვით.
ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ არა უბრალოდ არჩევანი, არამედ სრულყოფილი გამოცდილება — კონსულტაციიდან მონტაჟამდე.
კორიდორი თანამშრომლობს დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და პროფესიონალებთან, რომლებიც სივრცეს როგორც მთლიან ისტორიას აღიქვამენ.
ჩვენ გვჯერა, რომ სწორად შერჩეული კარი ზრდის საცხოვრებლის ღირებულებას და ცხოვრების ხარისხს.
კორიდორი არის ადგილი, სადაც ტექნოლოგია და ემოცია ერთმანეთს ავსებს.
სწორედ აქ იწყება სივრცის ახალი ისტორია.
ისტორია
ყველაფერი დაიწყო უბრალო დაკვირვებიდან, კარს ყოველ დღე ვაღებთ, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ მის მნიშვნელობაზე. კარი მხოლოდ საზღვარი არ არის — ის არის ნაბიჯი სამყაროსკენ, რომელშიც ყოველი დღე ახალი ემოციებით არის გაჯერებული. სწორედ ამ იდეიდან დაიბადა კორიდორი– ბრენდი, რომელიც კარს აქცევს სივრცის მთავარ ელემენტად. ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ ბაზარს სჭირდება პროდუქტები, რომლებიც არა მხოლოდ ჰყოფენ სივრცეებს, არამედ ქმნიან ჰარმონიას სივრცეში მყოფთა ხასიათთან, ესთეტიკასა და ისტორიასთან. საწარმოში დამზადებული პირველი ნიმუშები ჩვენი შერჩეული დიზაინით შეიქმნა. თითოეულ მათგანს ჰქონდა საკუთარი ხასიათი: ზოგს მკაცრი, მინიმალისტური ხაზები ჰქონდა, ზოგს, რბილი და ჰარმონიული, სხვას — ქართული ორნამენტები და ფორმები, თითქოს ძველი სახლის მოგონებას ატარებდა. ჩვენს გუნდს სურდა ერთდროულად შეეთავზებინა თანამედროვე ინოვაცია და ეროვნული სული. დღეს კორიდორი გთავაზობთ კოლექციებს, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიას, ბუნებრივი მასალების სითბოსა და ხელოვნების ელემენტებს. თითოეული მოდელი ეფუძნება იდეას: „ჩვენი კარი არის დეტალი — რომელიც განსაზღვრავს სივრცის ხასიათს“. ჩვენი შოურუმი ბათუმში არა მხოლოდ სარეალიზაციო სივრცეა, არამედ ინსპირაციის ადგილი, სადაც დიზაინერები, რემონტის პროცესში მყოფი ადამიანები და პროფესიონალი სარემონტო კომპანიის წარმომადგენლები, პოულობენ თავიანთი პროექტებისთვის მთავარ გადაწყვეტებს. CORIDOOR-ის მისია მარტივია: შემოგთავაზოთ კარები, სივრცის ტიხრები და გარდერობის სისტემები, რომლებიც აცოცხლებს სივრცის ენერგიას და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად შექმნან ისტორია, რომელიც იწყება თითოეული ღიობიდან.